1.
საკვლევი საკითხი
ქცევის კორექცია და კონფლიქტების
პრევენცია გარდატეხის ასაკში
2.
კვლევის
მიზანი
ბავშვობიდან მოწიფულობისკენ გარდამავალ ხანას სპეციალისტები პუბერტატულს უწოდებენ, ჩვენ კი უბრალოდ გარდატეხის ასაკს ვეძახით. ამ პერიოდში ორგანიზმში არსებითი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური გარდაქმნები მიმდინარეობს, რის გამოც საგრძნობლად იცვლება მოზარდის ქცევა, მისი ყოველდღიური რეჟიმი, სურვილები და მისწრაფებები, ის მოუსვენარი, ჯიუტი და მეტისმეტად თვითდაჯერებული ხდება. იმაზე, თუ რამდენად უმტკივნეულოდ გაივლის მოზარდი
ამ რთულ პერიოდს, ზოგადად დამოკიდებულია მისი ცხოვრების შემდგომი პერიოდი.
ჩვენ დავგეგმეთ ეს კვლევა, რათა გამოვიკვლიოთ
მათი შინაგანი სამყარო, ინტერესები, ფასეულობები, განცდები, ურთიერთობები (ერთმანეთთან,
მშობლებთან, მასწავლებლებთან), რომ დავეხმაროთ მოზარდებს არსებული სირთულეების უმტკივნეულოდ
გადალახვაში, თავიდან ავირიდოთ ამ ასაკისათვის დამახასიათებელი კონფლიქტური სიტუაციები
და შეძლებისდაგვარად მოვახდინოთ მოზარდების
.ქცევის კორექცია
3.
სამიზნე ჯგუფი IX
კლასის მოსწავლეები
4.
კვლევის მეთოდები
·
საუბარი მშობლებთან არსებული პრობლემების შესახებ (მშობელთა
კრება, ფოკუს-ჯგუფები);
·
პედაგოგების გამოკითხვა;
·
საუბარი მოსწავლეებთან (ფოკუს-ჯგუფები);
·
კითხვარი (ღირებულებებისა და ინტერესების დასადგენად);
·
კონსულტაციები ფსიქოლოგთან.
5.
კვლევის ეტაპები
·
მოსამზადებელი (კვლევის დაგეგმვა, კონსულტაციები ფსიქოლოგთან
და კოლეგებთან, კითხვარების შედგენა);
·
კვლევა ( საუბრები, გამოკითხვები, კითხვარების შევსება,
საგაკვეთილო პროცესის და სააღმზრდელო ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვა და სხ.);
·
კვლევის შედეგების ანალიზი და ინტერვენციების და რეკომენდაციების
შემუშავება.
6.
ინტერვენციები და რეკომენდაციები
·
მოსწავლეებთან მუშაობის დაგეგმვა მათი ინტერესების გათვალისწინებით;
·
მშობლების ჩართულობა სასკოლო ღონისძიებებში;
·
სადამრიგებლო საათის მოსწავლეებთან ერთად დაგეგმვა და
მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება;
·
პროექტ-გაკვეთილების (საინტერესო გაკვეთილების) ჩატარება;
·
თანამშრომლობითი მიდგომა (მასწავლებელთა
შორის, მოსწავლე/ მასწავლებელს შორის).
Комментариев нет:
Отправить комментарий