კომენტარი
ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ ინტეგრირებული გაკვეთილი.
საგნები: ისტორია, ხელოვნება, გეოგრაფია. თემა იყო სწორად შერჩეული და საგანთა შორის
კავშირი კარგად იყო დამყარებული. გაკვეთილის გეგმაში მიზანი კარგად იყო ფორმულირებული,
კონკრეტულად და რეალისტურად, შეესაბამებოდა ესგ-თი განსაზღვრულ შედეგებს. გამოყენებული
აქტივობები სრულად უწყობდა ხელს მიზნის მიღწევას. სასწავლო მეთოდები სრულ შესაბამისობაში
იყო აქტივობებთან ხოლო ორგანიზების ფორმები - მეთოდებთან. მითითებული იყო ყველა აუცილებელი
რესურსი, რომელიც მასწავლებელს უნდა გამოეყენებიბა გაკვეთილის დაგეგმვისას. საგანთა
შორის ინტეგრირება ლოგიკური იყო და გათვალისწინებული იყო ესგ - თი განსაზღვრული შედეგები.
იყო მიზნის შესაბამისი მეთოდები, რომელსაც თან ახლდა კარგად მისადაგებული შეფასების
რუბრიკები. კარგი იქნებოდა გეგმაში გამოკვეთილი ყოფილიყო თითოეული საგნის მიზნები და
მისაღწევი შედეგები ცალ - ცალკე.
საგაკვეთილო პროცესის დროს ჩანდა მასწავლებელთა
ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნის მაღალი დონე და ინფორმაციის მრავალფეროვნება. ისინი ცდილობდნენ
რაც შეიძლება მეტი მზა მასალა მიეცათ მოსწავლეებისთვის ცოდნის გაღრმავების მიზნით.
იჩენდნენ მოსწავლეებისადმი კეთილგანწყობას. იყენებდნენ კოთხვა - პასუხის მეთოდს, ხშირად
თვითონვე საუბრობდნენ ამა თუ იმ საკითხზე. გაკვეთილი იყო ლექციური სახის, გამოყენებული
იყო სხვადასხვა აქტივობები, მასწავლებლები იყენებდნენ თვალსაჩინოებებს. იყო შექმნილი
პოზიტიური საკლასო გარემო, გამოყენებული იყო კავშირი წინარე ცოდნასთან.
გაკვეთილი მეტად შედეგიანი იქნებოდა გეგმაში მოცემული
აქტივობების სრულად გამოყენება, რომ მომხდარიყო. შეფასების რუბრიკის გამოყენება გაზრდიდა
მოსწავლეების მოტივაციას, წაახალისებდა მათ და უფრო აქტიურად ჩართავდა საგაკვეთილო
პროცესში, ჯგუფებს შორის შეჯიბრის ელემენტები გამოაცოცხლებდა გაკვეთილს, ხოლო წინასწარ
შეთანხმებული დისკუსიის წარმართვის წესები დაეხმარებოდა მასწავლებლებს კლასის მართვაში,
დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში კი არ გაიმართებოდა, არამედ მოხდებოდა მოსწავლეთა
მიერ საკუთარი აზრის უფრო თავისუფლად გამოხატვა, რაც ხელს შეუწყობდა მიზანში მითითებული
ლოგიკური აზროვნების და ანალიზის უნარის განვითარებას. უკეთესი იქნებოდა ისტორიის მასწავლებელს
მოეხდინა დავალების დიფერენცირება , რაც ხელს შეუწყობდა მოსწავლეთა კვლევა - ძიების
და ანალიზის უნარის განვითარებას, დავალების კარგად შესრულებას.
დასაფასებელია ის, რომ მასწავლებლებს გაუჩნდათ
სურვილი ასეთი გაკვეთილის ჩატარების, რაც იმედს გვაძლევს, რომ მათი თანამშრომლობა და
ზრუნვა საგაკვეთილო პროცესში მრავალფეროვნების შეტანაზე დიდ შედეგს გამოიღებს არა მარტო
აკადემიური მოსწრების მხრივ, არამედ მასწავლებელთა პროფესიულ ზრდაზეც.
Комментариев нет:
Отправить комментарий